თორნიკე ჭეიშვილი: კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მის წიაღში შემავალი ე.წ. პარტიები გარდა იმისა, რომ არიან ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისში, ამავდროულად სამართლებრივად მოქცეულები არიან სერიოზულ და ღრმა ჩიხში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი მედიასთან შეაფასა.

„კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მის წიაღში შემავალი ე.წ. პარტიები გარდა იმისა, რომ არიან ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისში და ჩიხში, ამავდროულად არიან სამართლებრივად მოქცეულები სერიოზულ და ღრმა ჩიხში.

როგორც გუშინდელმა დღემ, ისე განვლილმა პერიოდმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მათი არაჯანსაღი დამოკიდებულება სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებით, როდესაც ისინი სხვადასხვა ტიპის რეპლიკებით, განცხადებებით შეურაცხყოფას აყენებენ საკონსტიტუციო სასამართლოს. ეს არის გაგრძელება იმ ანტიკონსტიტუციური მისწრაფებებისა, რომელსაც ჩვენ მათ ვედავებით“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა გრძელდება.