ვარლამ ლიპარტელიანი პეკინში, უცხო ენათა უნივერსიტეტში გამართული შეხვედრის შემდეგ: ჩინელი სტუდენტები საქართველოშიც იმყოფებოდნენ. შევთანხმდით იმაზე, რომ მომავალ წელს ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან საქართველოში. ასევე, ვიმსჯელეთ იმაზე თუ როგორ შეიძლება ქართველი ახალგაზრდების ჩამოყვანა ჩინეთში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ურთიერთობები გაგრძელდება, გაგრძელდება ორი ქვეყნის სასიკეთოდ
პეკინში, ვიზიტის ფარგლებში „ქართული ოცნების“ დელეგაციის წევრებმა შეხვედრა გამართეს უცხო ენათა უნივერსიტეტში.
მხარეებმა ყურადღება განათლების მიმართულებით თანამშრომლობაზე გაამახვილეს.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. აღსანიშნავია ჩინელი სტუდენტების ნახვა გამომდინარე იქიდან, რომ ისინი საქართველოშიც იმყოფებოდნენ და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. შემდეგ შეხვედრაზე ვიტყოდი, რომ მათი ქართული ენა უფრო გაუმჯობესებულია. შევთანხმდით იმაზე, რომ მომავალ წელს ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან საქართველოში. ასევე, ვიმსჯელეთ იმაზე თუ როგორ შეიძლება ქართველი ახალგაზრდების ჩამოყვანა ჩინეთში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ურთიერთობები გაგრძელდება, გაგრძელდება ორი ქვეყნის სასიკეთოდ“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვარლამ ლიპარტელიანმა.



