"ჯავახეთის ბაზალტი - მსოფლიო მემკვიდრობის ქვა" - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პრეზენტაცია გაიმართა
"ჯავახეთის ბაზალტი-მსოფლიო მემკვიდრობის ქვა" - ამ სახელწოდებით პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.
ჯავახეთის ბაზალტს გლობალური სტატუსი – მემკვიდრეობის ქვა მიენიჭა.
ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ საქართველოს გეოლოგიურმა და კულტურულმა მემკვიდრეობამ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, რაც კავკასიის რეგიონში პირველად მოხდა.