ია ფარულავა: როდესაც აშშ ხედავს დაქსაქსულ ოპოზიციას, რომელსაც ქვეყნის მართვის ერთიანი ხედვა და ძალა არ გააჩნია, საუბარს იწყებს იმ ადამიანთან, ვის ხელშიც რეალური ძალაუფლებაა
მივიღეთ ოპოზიცია, რომელიც უფრო ხშირად ერთმანეთთან ბრძოლით არის დაკავებული, ვიდრე ხელისუფლებასთან- წერს მსახიობი ია ფარულავა სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ამერიკა არა რეჟიმების შეცვლით არის დაკავებული, არამედ მუშაობს იმ რეალობასთან, რომელიც ადგილზე ხვდება.
„დაშალე და იბატონე“ — ეს ყოველთვის იყო მთავარი პოლიტიკური იარაღი.
შეხედეთ რა ხდება დღეს ოპოზიციაში. ჯერ ვითომ გაერთიანდნენ, მერე შეაჯახნენ ერთმანეთს და ახალი დაპირისპირებები გაჩნდა. საბოლოოდ მივიღეთ ოპოზიცია, რომელიც უფრო ხშირად ერთმანეთთან ბრძოლით არის დაკავებული, ვიდრე ხელისუფლებასთან.
ამ დროს ბევრს ჰგონია, რომ ამერიკა მოვა და ხელისუფლებას შეცვლის. ამერიკა, როგორც წესი, რეჟიმების შეცვლით არ არის დაკავებული. ის მუშაობს იმ რეალობასთან, რომელიც ადგილზე ხვდება.
და როდესაც ხედავს დაქსაქსულ ოპოზიციას, რომელსაც ქვეყნის მართვის ერთიანი ხედვა და ძალა არ გააჩნია, ბუნებრივია, საუბარს იწყებს იმ ადამიანთან, ვის ხელშიც რეალური ძალაუფლებაა.
ამიტომ არის ბიძინა ივანიშვილის მთავარი გზავნილი: „თუ საქართველოს საკითხებზე გინდათ საუბარი, ჩემთან უნდა ილაპარაკოთ. მე ვარ ის ადამიანი, რომელსაც დღეს შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება.“
მაგრამ ბატონო ბიძინა ჯერ ჩემთან უნდა გაიაროთ კონსულტაციები“- წერს ია ფარულავა.