ტრამპი: ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებისგან გადასახადებს არ ითხოვს

ტრამპი: ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებისგან გადასახადებს არ ითხოვს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ირანმა შეერთებულ შტატებს აცნობა, რომ ჰორმუზის სრუტეში გამავალი გემებისგან გადასახადებს არ ითხოვს.

როგორც თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, თუ ირანის მიერ მიწოდებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, მაშინ აშშ სამშვიდობო მოლაპარაკებებს დატოვებს.

„ირანმა შეერთებულ შტატებს აცნობა, რომ, მიუხედავად ყალბი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციისა, ჰორმუზის სრუტეში გამავალი გემებისგან ირანი არ ითხოვს და არ იღებს არანაირ გადასახადს, სადაზღვევო ხარჯს ან სხვა სახის საფასურს. თუ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დასრულდება. გარდა ამისა, შეერთებულ შტატებს ირანისთვის თანხა არ გადაუცია და არც ირანის კუთვნილი თანხები გაუთავისუფლებია. ჩვენ გავათავისუფლებთ მათი თანხების ნაწილს, რომელიც სრულად ჩვენი კონტროლის ქვეშაა, რათა ამერიკელი ფერმერებისა და მეცხოველეებისგან სიმინდი, ხორბალი, სოიო და სხვა პროდუქტები შეიძინონ. ირანს საკვები პროდუქტები უკიდურესად სჭირდება და მათთვის ამ პროდუქციის შეძენა მხოლოდ შეერთებული შტატებიდან მოხდება“, – დაწერა ტრამპმა.