საქართველოს ნაკრები დღეს უკრაინას დაუპირისპირდება

საქართველოს ნაკრები დღეს უკრაინას დაუპირისპირდება

საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის ბოლო შეხვედრას უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩი დღეს, სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში გაიმართება.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ჩვენმა გუნდმა თამაშის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშა. ყვითელი ბარათების გამო უკრაინასთან მატჩს გიორგი წიტაიშვილი გამოტოვებს.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მედიის შეკითხვებს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ უპასუხა.

„უკრაინის ნაკრების ძალა კარგად ვიცით, დიდ პატივს ვცემთ როგორც გუნდს, ისე მათ მწვრთნელს. ორივე გუნდისთვის ძალიან რთული თამაში იქნება. გარდა სუფთა სტრატეგიული მომენტებისა და ტაქტიკური მონახაზისა, ძალიან ბევრს გადაწყვეტს ხასიათი, რომელიც ორივე გუნდმა მოედანზე უნდა გამოავლინოს. ვიმედოვნებ, ხასიათის სიმტკიცე და მზაობა ჩვენგან უფრო მეტი იქნება და მატჩი ჩვენთვის სასიკეთოდ დასრულდება“, - განაცხადა მან.

მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.