ნინო წილოსანი „ლელოს“ განცხადებაზე: არა მხოლოდ პოლიტიკური ამნეზია, არამედ პოლიტიკური უტიფრობა და მათი უპრინციპობის ყველაზე ნათელი გამოვლინებაა, რაც უკვე „ლელოს“ ხელწერად გადაიქცა

ნინო წილოსანი „ლელოს“ განცხადებაზე: არა მხოლოდ პოლიტიკური ამნეზია, არამედ პოლიტიკური უტიფრობა და მათი უპრინციპობის ყველაზე ნათელი გამოვლინებაა, რაც უკვე „ლელოს“ ხელწერად გადაიქცა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა საკონსტიტუციო სასამართლოზე „ლელოს“ განცხადება მედიასთან შეაფასა და მას პოლიტიკური უტიფრობა უწოდა.

„სასამართლოზე „ლელოს“ განცხადება არა მხოლოდ პოლიტიკური ამნეზია, არამედ პოლიტიკური უტიფრობა და მათი უპრინციპობის ყველაზე ნათელი გამოვლინებაა, რაც უკვე „ლელოს“ ხელწერად გადაიქცა.

მათ შეუძლიათ, რომ სასამართლოს წინაშე მოიტყუონ ისეთი მარტი ვარ, რაც შეიძლება არქივიდანაც მარტივად ინახოს.

მათ, 2023 წელს პარლამენტშიც კი დააინიცირეს რეზოლუცია, სადაც ყველა სხვა დასავლური სანქციისგან განსხვავებულ სანქციებს აწესებდნენ რუსეთის წინააღმდეგ.

მათ მიერ სასამართლოზე ნათქვამი ყველა სხვა არგუმენტი კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დადგეს“, - აღნიშნა წილოსანმა.

სასამართლოში „ლელოს“ წარმომადგენელი ამბობს, რომ პარტიას რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ მოუთხოვია.