რევაზ ნადარაია ბიბილაშვილს: ბატონო ზაზა, რატომ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში. შემოვიდა სარჩელი, სასამართლო იხილავს სარჩელს და თქვენ ამბობთ - გვკრძალავენ. ანუ, მართლმსაჯულებაზე უარი ვთქვათ? განხილვაზე უარი ვთქვათ?
ბატონო ზაზა, რატომ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში, - ასე უპასუხა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ზაზა ბიბილაშვილის განცხადებას: „საქართველოში მთლიანად ოპოზიციას კრძალავთ“.
რევაზ ნადარაიას თქმით, სასამართლო საქმეს იხილავს.
„ბატონო ზაზა, რატომ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში. ანუ, რა პრეტენზია გაქვთ სასამართლოსგან? შემოვიდა სარჩელი, სასამართლო იხილავს სარჩელს და თქვენ ამბობთ - გვკრძალავენ. ანუ, მართლმსაჯულებაზე უარი ვთქვათ? განხილვაზე უარი ვთქვათ? ვიხილავთ საქმეს“, - აღნიშნა მან.



