ყოფილი მეუღლის მკვლელობის მომზადების შეკვეთის ბრალდებით დაკავებული პირი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და გამგებლლის ყოფილი მოადგილეა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილი მეუღლის შეკვეთით მკვლელობის მომზადების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა. ის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია.
მისი ახლო გარემოცვა ამბობს, რომ დაკავებულს ყოფილ მეუღლესთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა, თუმცა მკვლელობის შეკვეთას გამორიცხავენ.
ძალოვანი უწყების ცნობით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ბრალდებულმა ნაცნობს ფულის სანაცვლოდ მკვლელის მოძებნა დაავალა. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.



