არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: ისე მოიხსენიებენ მოსამართლეს, სასამართლოს, რომ საერთოდ უნდა შემოიშვებოდნენ თუ არა სხდომათა დარბაზში, ამაზე შესაძლებელია სასამართლოს ცალკე პოზიცია ჰქონდეს
ისე მოიხსენიებენ მოსამართლეს, სასამართლოს, რომ საერთოდ უნდა შემოიშვებოდნენ თუ არა სხდომათა დარბაზში, ამაზე შესაძლებელია სასამართლოს ცალკე ჰქონდეს პოზიცია, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ოპოზიციაზე საუბრისას.
„მათ მიაჩნიათ, რომ სამართლებრივი სახელმწიფო არ არსებობს, არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილებები,იმიტომ, რომ ისინი არ ენდობიან და ისინი თანაზიარი არიან როგორც „ნაცმოძრაობის“, ისე „ახლისა“ და ისე გახარიას პარტიისა. მათი თითოეული ნათქვამი ეს არის უპატივცემულობა საქართველოს კონსტიტუციისა და სამართლებრივი სახელმწიფოსი“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის შესახებ სასამართლო სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს.



