არჩილ გორდულაძე: არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ზაზა ბიბილაშვილის მიერ დაყენებული შუამდგომლობა შინაარსობრივი იყო და მისი მიზანი შუამდგომლობის დაკმაყოფილება იყო. მან უბრალოდ, შეასრულა მათივე ლიდერის, ბელადის დავალება, რომელიც ოთხი დღის წინ საპატიმრო დაწესებულებიდან ეუბნებოდა, „ზაზა, გამოდი და აჩვენე კლასი“

არჩილ გორდულაძე: არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ზაზა ბიბილაშვილის მიერ დაყენებული შუამდგომლობა შინაარსობრივი იყო და მისი მიზანი შუამდგომლობის დაკმაყოფილება იყო. მან უბრალოდ, შეასრულა მათივე ლიდერის, ბელადის დავალება, რომელიც ოთხი დღის წინ საპატიმრო დაწესებულებიდან ეუბნებოდა, „ზაზა, გამოდი და აჩვენე კლასი“

არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ზაზა ბიბილაშვილის მიერ დაყენებული შუამდგომლობა შინაარსობრივი იყო და მისი მიზანი შუამდგომლობის დაკმაყოფილება იყო. მან უბრალოდ, შეასრულა მათივე ლიდერის, ბელადის დავალება, რომელიც ოთხი დღის წინ საპატიმრო დაწესებულებიდან ეუბნებოდა, „ზაზა, გამოდი და აჩვენე კლასი“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.

მან ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას „ნაციონალური მოძრაობის“ შუამდგომლობის შესახებ, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომების დაწყებიდან მეთოთხმეტე დღეს მტკიცების სტანდარტის დადგენა ითხოვეს.

„კლასის ჩვენება თუ ის არის, რომ სასამართლოს მოსთხოვო, რა სტანდარტს გამოიყენებს და სტანდარტი როგორ უნდა იყოს ასახული გადაწყვეტილებაში, ეს წინასწარ თქვას, განსხვავებული წარმოდგენა გვქონია ჩვენ კლასების თაობაზე.

მაგალითად, რომ გამოდის და საუბრობს, რომ თურმე, მოსარჩელე მხარე იყო წარმოდგენილი საკონსტიტუციო სასამართლოს იუბილეზე, ესეც აბსოლუტური ტყუილია. თურმე, როგორ შეიძლება, რომ უმაღლესი თანამდებობის პირი, საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტის თავმჯდომარე დაესწროს მეორე კონსტიტუციური ორგანოს - საკონსტიტუციო სასამართლოს იუბილეს. მაშინ გამოდის, რომ ნორმათა კონტროლის დროს, თითოეულ შემთხვევაში კანონი როდესაც არის გასაჩივრებული და მოპასუხედ არის წარმოდგენილი პარლამენტი, პარლამენტის არც ერთი წევრი და მით უმეტეს, პარლამენტის თავმჯდომარე საკონსტიტუციო სასამართლოს საერთოდ არ უნდა გაეკაროს. შეიძლებოდა, ის ეთქვა, რომ საერთოდ ბათუმშიც კი არ უნდა ჩამოდიოდეს პარლამენტის თავმჯდომარეო.

ასე უსუსურად თუ ცდილობენ მათი ბელადის დავალების შესრულებას, კარგად ყოფილა საქმე. მოსამართლეების კითხვებს პასუხები რომ ვერ გასცეს, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ჯერ მათთვის უსიამოვნო კითხვების დამსმელი მოსამართლის აცილება სცადეს, რაც არ გამოუვიდათ. ახლა სცადეს, რომ ზაზა ბიბილაშვილი გამოეყვანათ ბელადის დავალების შესაბამისად, რომ როგორმე გამოეძვრინა ისევ პოლიტიკური განცხადებებით და სასამართლო სხდომის პოლიტიკურად გამოყენების მცდელობით და არა პასუხებით ფაქტებთან დაკავშირებით”, - განაცხადა გორდულაძემ.