Reuters: დონალდ ტრამპი ჩინეთამდე ფილიპინებში ჩავიდა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფილიპინების დედაქალაქ მანილაში ჩავიდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ტრამპი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის ოთხი ქვეყნის გაერთიანების - „ოთხეულის“ ლიდერებთან შეხვედრისთვის ემზადება. ეს ჯგუფის პირველი შეხვედრა იქნება ბოლო ორი წლის განმავლობაში.
ტრამპის აზიური ტურნე, რომელიც ჩინეთის ქალაქ შენჟენში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) ფორუმსა და ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტებთან დაგეგმილ სამმხრივ შეხვედრასაც მოიცავს, „რესპუბლიკური“ პარტიის შუალედურ არჩევნებში დამარცხების შემდეგ იმართება, იუწყება სააგენტო.
ვიზიტს დამატებით ართულებს ჯაშუშობის შესახებ ბრალდებები და აშშ-ის მიერ ჩინეთისთვის ხელოვნური ინტელექტის მოწინავე ჩიპებზე წვდომის შეზღუდვა, რამაც შესაძლოა სავაჭრო ომის გარშემო მიღწეულ მყიფე ზავს საფრთხე შეუქმნას.
ამასთან ერთად, Reuters-ი აღნიშნავს, რომ მანილაში საპროტესტო აქციები უკვე მეხუთე დღეა გრძელდება. დემონსტრანტებმა ტრამპის ფიტულები დაწვეს, მოითხოვეს ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულება და აშშ-ის ხელმძღვანელობით შექმნილი მიწოდების ჯაჭვის ინიციატივის Pax Silica-ს გაუქმება.



