სი ძინპინი: პრეზიდენტ პუტინისა და ჩემი მტკიცე ხელმძღვანელობით, ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობები მთასავით მტკიცე დარჩა

სი ძინპინი: პრეზიდენტ პუტინისა და ჩემი მტკიცე ხელმძღვანელობით, ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობები მთასავით მტკიცე დარჩა

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ქალაქ შენჟენში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან გამართული შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობები მთასავით მტკიცე დარჩა.

„პრეზიდენტ პუტინისა და ჩემი მტკიცე ხელმძღვანელობით, ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობები, მიუხედავად ცვალებადი გარემოებებისა, მთასავით მტკიცე დარჩა, ამასთან, განაგრძობდა განვითარებას და მომავალზე ორიენტირებას“, - განაცხადა სი ძინპინმა.

მისი თქმით, მან და პუტინმა მეტი სტაბილურობა და პროგნოზირებადობა შესძინეს არასტაბილურობითა და ცვლილებებით გამორჩეულ მსოფლიოს.

„ჩვენ მეტი სტაბილურობა და პროგნოზირებადობა შევძინეთ არასტაბილურობითა და ცვლილებებით გამორჩეულ მსოფლიოს და ჩამოვაყალიბეთ მსხვილ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების ახალი მოდელი, რომელიც თანასწორობას, ურთიერთპატივისცემას, ურთიერთნდობას, თანამშრომლობასა და ორმხრივ სარგებელს ეფუძნება“, - დასძინა სი ძინპინმა.