ნიკოლოზ სამხარაძე ფილიპინების წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

ნიკოლოზ სამხარაძე ფილიპინების წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ფილიპინების წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ალანა სამანტა ტალინოს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოსა და ფილიპინებს შორის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და თანამშრომლობის ახალი სფეროების განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების განმტკიცებაზე, ასევე საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს, ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ინსტიტუციური კავშირების გაძლიერების მიზნით, საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების შექმნის შესაძლებლობაზე, რაც ხელს შეუწყობს რეგულარული საპარლამენტო დიალოგისა და გამოცდილების გაზიარების განვითარებას.

ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურების კონტექსტში მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობაც, რაც ხელს შეუწყობს ხალხთაშორისი კონტაქტების, ტურიზმის, ბიზნესკავშირებისა და საგანმანათლებლო სფეროში გაცვლების შესაძლებლობას.

აღსანიშნავია, რომ 2027 წელს საქართველო და ფილიპინები დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 35-ე წლისთავს აღნიშნავენ. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ ეს მნიშვნელოვანი თარიღი ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და თანამშრომლობის ახალი ინიციატივების ხელშეწყობის შესაძლებლობად გამოიყენონ.