დავით ჩიხელიძე: ფონიჭალაში უმძიმესი ტრაგედია მოხდა და ნანგრევების ქვეშ მოყოლილ ადამიანებს ჯერ კიდევ ეძებენ, „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ცდილობს, რომ აფეთქება, რომელიც დაუდევრობამ გამოიწვია, პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს და მომხდარით პოლიტიკური ქულები დაიწეროს

დავით ჩიხელიძე: ფონიჭალაში უმძიმესი ტრაგედია მოხდა და ნანგრევების ქვეშ მოყოლილ ადამიანებს ჯერ კიდევ ეძებენ, „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ცდილობს, რომ აფეთქება, რომელიც დაუდევრობამ გამოიწვია, პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს და მომხდარით პოლიტიკური ქულები დაიწეროს

„ნაცებს“ ერთი საერთო მახასიათებელი აქვთ, რომელიც მათი პოლიტიკური ბუნების უტყუარი გამოვლინებაა, ტრაგედიებით სპეკულირება და ადამიანების უბედურების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება. ასეთ შემთხვევებს სვავებივით არიან ჩასაფრებულები, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე ოპოზიციის პროპაგანდისტის თორნიკე რაზმაძის Facebook-სტატუსს, სადაც ნათქვამია: „რანაირად გგონიათ, რომ თუ პოლიტიკაზე ხმას არ ამოიღებთ, პრობლემები თქვენს ოჯახს არ შეეხება?“

ჩიხელიძის თქმით, ოპოზიციისთვის კეთილდღეობა უბედურებაა, ხოლო ადამიანური ტრაგედია პოლიტიკური დიდი ბედნიერება და შესაძლებლობის ახალი ფანჯარა.

„ნაცებს ერთი საერთო მახასიათებელი აქვთ, რომელიც მათი პოლიტიკური ბუნების უტყუარი გამოვლინებაა, ტრაგედიებით სპეკულირება და ადამიანების უბედურების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება. ასეთ შემთხვევებს სვავებივით არიან ჩასაფრებულები.

ახლაც, როდესაც ფონიჭალაში უმძიმესი ტრაგედია მოხდა და ნანგრევების ქვეშ მოყოლილ ადამიანებს ჯერ კიდევ ეძებენ, კოლექტიური ნაცმოძრაობა ცდილობს, რომ აფეთქება, რომელიც დაუდევრობამ გამოიწვია, პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს და მომხდარით პოლიტიკური ქულები დაიწეროს.

რა უნდათ ამ ადამიანებს პოლიტიკაში? მათთვის კეთილდღეობა უბედურებაა, ხოლო ადამიანური ტრაგედია პოლიტიკური დიდი ბედნიერება და შესაძლებლობის ახალი ფანჯარა“, - წერს ჩიხელიძე.