მაშველებმა ფონიჭალაში, კორპუსის ნანგრევებიდან ბავშვი ცოცხალი ამოიყვანეს
მაშველებმა ფონიჭალაში, კორპუსის ნანგრევებიდან ბავშვი ცოცხალი ამოიყვანეს. ის სასწრაფო დახმარების მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ცნობილი არ არის. რა დაზიანებები მიიღო არასრულწლოვანმა, კვლევების შემდეგ გახდება ცნობილი. თუმცა, პირველადი ინფორმაციით, გოგონას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ბავშვის ამოყვანას ადგილზე მყოფი საზოგადოება ტაშით შეხვდა. ის მაშველებმა ფანჯრიდან გადმოიყვანეს.
მაშველები შემთხვევის ადგილზე სამაშველო-სამძებრო ღონისძიებებს განაგრძობენ. ნანგრევებში კიდევ 6 ადამიანი რჩება.
აფეთქება ფონიჭალაში, ერთ-ერთ კორპუსში დილით მოხდა.
როგორც შშმ პირი ჰყვება, გუშინ ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა.



