პროკურორ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ფონიჭალაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს
პროკურორ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ფონიჭალაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
„დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პრიმა ნაწილით, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევით განვითარებულ მოვლენებს. შესაბამისად, გამოძიება პარალელურად მიმდინარეობს. ვათვალიერებთ შემთხვევის ადგილს იმის შესაძლებლობის ფარგლებში, რასაც გვაძლევს მოცემულობა, მაშველებთან ერთად, ვინაიდან სხვაგვარად შეუძლებელია, გამომძიებლებმა იმუშაონ. მათ შორის, ვადგენთ ყველა პირის მონაცემებს, ვინც კორპუსის მაცხოვრებელია, რა ინფორმაციას ფლობს და ვაგროვებთ ინფორმაციას.
ექსპერტ-კრიმინალისტებიც აქტიურად არიან ჩართულები, მათ შორის გამოყენებულია არაერთი დრონი და შესაბამისად ტარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება. სამაშველო სამსახური თავის მხრივ მუშაობს და ეძებს აქტიურად პიროვნებებს“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.



