ლევან მაჭავარიანი: კატასტროფულ მდგომარეობაშია მოლდოვა იქიდან გამომდინარე, რომ ჰყავთ ასეთი პრეზიდენტი, რომელიც მთლიანად ემორჩილება ბრიუსელს და მისთვის რა თქმა უნდა, არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს ქვეყნის სუვერენიტეტი. ის მზად არის, რომ გააუქმოს თავისი სახელმწიფო და შეუერთოს სხვა ქვეყანას
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი რუმინეთისა და მოლდოვის გაერთიანების შესახებ რუმინეთის დეპუტატთა პალატის გადაწყვეტილებას აფასებს.
„კატასტროფულ მდგომარეობაშია მოლდოვა იქიდან გამომდინარე, რომ ჰყავთ ასეთი პრეზიდენტი, რომელიც მთლიანად ემორჩილება ბრიუსელს და მისთვის რა თქმა უნდა, არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს ქვეყნის სუვერენიტეტი. ის მზად არის, რომ გააუქმოს თავისი სახელმწიფო და შეუერთოს სხვა ქვეყანას, ვინაიდან ბრიუსელიდან ასეთი დავალება აქვს მიღებული ისე, რომ მოლდოველი ხალხისთვის არც კი უკითხავს ამასთან დაკავშირებით აზრი“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
როგორც ცნობილია, რუმინეთისა და მოლდოვას გაერთიანებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო წინადადება რუმინეთის დეპუტატთა პალატამ ავტომატურად დაამტკიცა და ის სენატს გადაეგზავნება.