თორნიკე ფაღავა: ალიანსმა ვერ გადალახა და გადაიტანა 26 მაისი - დღეის მდგომარეობით, მილევად რეჟიმში იმყოფებიან

თორნიკე ფაღავა: ალიანსმა ვერ გადალახა და გადაიტანა 26 მაისი - დღეის მდგომარეობით, მილევად რეჟიმში იმყოფებიან

"ნაციონალურ მოძრაობაში" შიდა კრიზისი, სავარაუდოდ, უახლოეს ორ კვირაში, პარტიის თავმჯდომარის არჩევნებისთვის, კიდევ უფრო გამწვავდება. პარტიის სათავეში მოსვლის შემთხვევაში, ნანუკა ჟორჟოლიანმა ოპოზიციური კოალიციის დატოვება ღიად დააანონსა, რასაც პარტიაში არაერთგვაროვნად უყურებენ. "ნაციონალების" ნაწილი პრიორიტეტად პარტიაში მართვის სისტემის ცვლილებას ასახელებს.

მმართველ პარტიაში პროცესს ოპოზიციის თვითდაზიანებად აფასებენ. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, თორნიკე ფაღავას განცხადებით, "ნაციონალურმა მოძრაობამ", როგორც პარტიამ, საკუთარი თავი უკვე ამოწურა.

"ნაციონალურ მოძრაობას", როგორც პოლიტიკურ პარტიას, უკვე ყავლი გაუვიდა და ამოწურა საკუთარი თავი. კლასიკური გაგებით, როგორც პოლიტიკური პარტია აღარ არსებობს. ნულოვანია მათი მხარდაჭერა ქართული საზოგადოების მხრიდან.

რაც შეეხება პოლიტიკურ ალიანსს, როგორც ვიწინასწარმეტყველეთ, ალიანსმა ვერ გადალახა და გადაიტანა 26 მაისი. დღეის მდგომარეობით, ისინი მილევად რეჟიმში იმყოფებიან", - განაცხადა თორნიკე ფაღავამ.