გია ჭანტურია: ვინც ერთიანობას ეწინააღმდეგება ან სულელია, ან მტერი
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გია ჭანტურიას განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის ბოლო შესაძლებლობა იყო,- ამის შესახებ მან ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში განაცხადა.
მან ასევე გააკრიტიკა იმ პირების პოზიცია, რომლებიც ამბობდნენ, რომ მათ ერთიანობა არ უნდოდათ, არამედ მათი ძალა იყო განსხვავებულობაში. ჭანტურიამ განმარტა, რომ განსხვავებულობა დემოკრატიული საზოგადოებისთვისაა დამახასიათებელი.
“2024-ის არჩევნებში მე ვიძახდი, რომ არჩევნებით ამ ხელისუფლების გაშვების ბოლო შანსია, ოღონდ უნდა ყოფილიყო ერთიანობა. ერთიანობა არ შედგა და მე მინდა სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ვინც ერთიანობას ეწინააღმდეგება ან სულელია, ან მტერი. მე მირჩევნია სულელები იყვნენ იმიტომ, რომ სულელს აქვს შანსი გამოსწორების. „ერთიანობა არ გვინდა, ჩვენი ძალა არის განსხვავებულობაში“ - სპეციალურად ვამბობ იმიტომ, რომ ასეთი კონტექსტი [იყო], ...”ჩვენ რომ განსხვავებულები ვართ, ეგ არი ჩვენი... ეგ არი დემოკრატიულ საზოგადოებაში და როდესაც შენ ებრძვი ოკუპანტს, მაშინ ერთიანობაა საჭირო”,- აღნიშნა ჭანტურიამ.



