საქართველოსა და აზერბაიჯანის პოლიციის აკადემიებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოსა და აზერბაიჯანის პოლიციის აკადემიებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა

სამინისტროს პოლიციის აკადემიას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი

გაფორმდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მემორანდუმი ითვალისწინებს აკადემიებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას,

ერთობლივი საგანმანათლებლო და პროფესიული ინიციატივების განხორციელებას, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, ასევე სასწავლო და პროფესიული მომზადების მიმართულებით პარტნიორობის გაძლიერებას.