გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წალკის მუნიციპალიტეტში უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წალკის მუნიციპალიტეტში უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წალკის მუნიციპალიტეტში უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინეს. მოქალაქეებს არარეგისტრირებული სახერხი დანადგარები საკარმიდამო ეზოებში ჰქონდათ დამონტაჟებული. ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.