გიორგი გაბიტაშვილი რამდენიმე საათში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე წარდგება
სხვადასხვა უწყების პირველი პირების მიერ წლიური ანგარიშის მოსმენა გრძელდება პარლამენტში. დღეს საკანონმდებლო ორგანოში გენერალურ აუდიტორს ელოდებიან.
გიორგი გაბიტაშვილი რამდენიმე საათში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე წარდგება. დაგეგმილია კითხვებზე პასუხების გაცემაც.
შეგახსენებთ, პარლამენტში წლიური ანგარიშით ხვალ უკვე პრემიერ-მინისტრი მიდის.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, გიორგი გაბიტაშვილის უწყებას ბევრი ფუნქცია აქვს შეთავსებული, შესაბამისად, ეს ანგარიში საინტერესო იქნება.
"ძალიან ბევრი უწყება გააერთიანა ამ სამსახურმა. უმნიშვნელოვანეს სამსახურს წარმოადგენს - ისეთს, როგორიც არის ანტიკორუფციული ბიურო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. ფართოა ის სპექტრი, რაშიც მოღვაწეობს ეს სამსახური. ბევრი ფუნქცია აქვს შეთავსებული, შესაბამისად, საინტერესო იქნება ეს ანგარიში.
იქიდან გამომდინარე, რომ გავიდა გარკვეული პერიოდი, რაც გაფართოებული ფუნქციებით ხელმძღვანელობს ბატონი გაბიტაშვილი, ანგარიშიც მოცულობითი იქნება", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.