ლევან მახაშვილი: ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად შავი ზღვის რეგიონი იყოს არა დაპირისპირების რეგიონი, არამედ მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების რეგიონი

ლევან მახაშვილი: ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად შავი ზღვის რეგიონი იყოს არა დაპირისპირების რეგიონი, არამედ მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების რეგიონი

ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად შავი ზღვის რეგიონი იყოს არა დაპირისპირების რეგიონი, არამედ მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების რეგიონი, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა, რომელიც შავი ზღვის ეკონომიკის თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაზე იმყოფება.

როგორც მან აღნიშნა, შავი ზღვა არის მსოფლიო კვანძი.

„ჩვენ ვიმყოფებით შავი ზღვის ეკონომიკის თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაზე. ქართული დელეგაცია მონაწილეობას იღებს მნიშვნელოვან დისკუსიებში, რომელიც ეხება შავ ზღვას,

შავი ზღვა არ არის ერთ-ერთი რეგიონული ზღვა, ეს არის მსოფლიო კვანძი, რომელიც აკავშირებს სხვადასხვა კონტინენტს, სხვადასხვა ცივილიზაციას, სხვადასხვა სატრანსპორტო ლოგისტიკურ სურსათის მიწოდების ჯაჭვებს, ამიტომ მნიშვნელოვანია შავ ზღვაში სტაბილურობა.

ეს დისკუსიები აუცილებელი და საჭიროა იმისთვის, რომ ყველა, ვინც შავი ზღვის ფართო რეგიონის მონაწილეა, უზრუნველყოს შავი ზღვის მთლიანი რეგიონის უსაფრთხოება, ამ რეგიონში მშვიდობა.

საქართველოსთვისაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ რეგიონში მშვიდობის შენარჩუნება, მიწოდებისა და სავაჭრო გზების სტაბილურობა და ეს დისკუსიები სწორედ ამას უკავშირდება“, - აღნიშნა მახაშვილმა.

ათენში, საბერძნეთის პარლამენტის მასპინძლობით, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) 68-ე გენერალური ასამბლეა მიმდინარეობს, რომელშიც წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციები მონაწილეობენ.