ირაკლი მეზურნიშვილი PABSEC-ის 68-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ დებატებზე: ძირითადი საკითხები არის ძალიან აქტუალური - შეიარაღებული კონფლიქტის გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ შევინარჩუნოთ მაქსიმალურად მშვიდობა, რაც მაქსიმალურად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე

ძირითადი საკითხები არის ძალიან აქტუალური - შეიარაღებული კონფლიქტის გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ შევინარჩუნოთ მაქსიმალურად მშვიდობა, რაც მაქსიმალურად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე, - განაცხადა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა ირაკლი მეზურნიშვილმა PABSEC-ის 68-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართული დებატების შემდეგ.

მისი თქმით, რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველომ შეინარჩუნოს მშვიდობა.

„დღეს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა მიგვეღო მონაწილეობა გენერალურ დებატებში. ძირითადი საკითხები არის ძალიან აქტუალური - შეიარაღებული კონფლიქტის გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე. მოგეხსენებათ რამდენი კონფლიქტია ზოგადად რეგიონში და როგორ ანადგურებს შეიარაღებული კონფლიქტი ეკონომიკას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ შევინარჩუნოთ მაქსიმალურად მშვიდობა, რაც მაქსიმალურად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე“, - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა ირაკლი მეზურნიშვილმა და დელეგაციის წევრმა ლევან მახაშვილმა ათენში მიმდინარე PABSEC-ის 68-ე გენერალურ ასამბლეაში მიიღეს მონაწილეობა.