მამაკაცი, რომლის ბინაშიც ფონიჭალაში აფეთქება მოხდა, გარდაიცვალა
მამაკაცი, რომლის ბინაშიც ფონიჭალაში აფეთქება მოხდა, გარდაიცვალა.
ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა „ქრონიკას“ დაუდასტურა.
„დღეს დილას პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი გულის გაჩერება იყო. მას აღენიშნებოდა მასშტაბური სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები. ამას ემატებოდა სასუნთქი გზების დაზიანება და ის ბაროტრავმა, რაც სავარაუდოდ გაზის აფეთქებამ გამოიწვია. იმყოფებოდა დამწვრობის ცენტრის რეანიმაციის განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე“, - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.
ქვემო ფონიჭალაში, ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება 19 ნოემბერს მოხდა. შშმ პირი ჰყვებოდა, რომ ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა.



