გურამ მაჭარაშვილი: ნაცმოძრაობისა და მისი განშტოებების მიმართ მათივე ამომრჩეველმაც იმდენად დაკარგა ნდობა, რომ შეიძლება ისინი პოლიტიკურად მხარს არ უჭერდნენ ხელისუფლებას, თუმცა რადიკალურ პროცესებს - დამხობას, მთავრობის შენობაში შეჭრასა და კრიმინალურ ქმედებებს მკვეთრად ემიჯნებიან

გურამ მაჭარაშვილი: ნაცმოძრაობისა და მისი განშტოებების მიმართ მათივე ამომრჩეველმაც იმდენად დაკარგა ნდობა, რომ შეიძლება ისინი პოლიტიკურად მხარს არ უჭერდნენ ხელისუფლებას, თუმცა რადიკალურ პროცესებს - დამხობას, მთავრობის შენობაში შეჭრასა და კრიმინალურ ქმედებებს მკვეთრად ემიჯნებიან

„ღიმილის მომგვრელს“ უწოდებს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციის მხრიდან გაერთიანების მცდელობას. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ოპოზიციას მისივე ამომრჩეველი არ უჭერს მხარს და ამის მიზეზია ის, რომ ხალხი არ ემხრობა რევოლუციას, გადატრიალებასა და არეულობას.

გურამ მაჭარაშვილის თქმით, პარტია, რომელიც პოლიტიკაში არჩევნების გზით ვერ მოდის და ამას აღიარებს, ცდილობს ხელისუფლებაში გადატრიალების გზით მოსვლას. ასეთი ძალის პოლიტიკაში არსებობა კი, მისი თქმით, დაუშვებელია.

„ღიმილის მომგვრელიც კი გახდა ოპოზიციის მხრიდან მასშტაბური აქციების დაანონსება. თავადაც ვერ თვლიან უკვე მერამდენედ დააანონსეს აქცია და შემდეგ აღმოჩნდა, რომ იქ მისული ადამიანების რაოდენობა იმის საშუალებასაც არ იძლევა, რომ ერთმანეთს დაელაპარაკონ. ეს იმიტომ ხდება, რომ ნაცმოძრაობისა და მისი განშტოებების მიმართ მათივე ამომრჩეველმაც იმდენად დაკარგა ნდობა, რომ შეიძლება ისინი პოლიტიკურად მხარს არ უჭერდნენ ხელისუფლებას, თუმცა რადიკალურ პროცესებს - დამხობას, მთავრობის შენობაში შეჭრასა და კრიმინალურ ქმედებებს მკვეთრად ემიჯნებიან.

გარდა ამისა, ნაცმოძრაობამ და მისმა ფილიალებმა ორჯერ გადააგდეს თავიანთი ამომრჩეველი. ხალხი მათ პარლამენტში ირჩევს და მერე აღარ შედიან; აირჩევს საზოგადოება თვითმმართველობაში - იქაც აღარ შედიან; ბოლოს კი საერთოდ აღარ მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში. მათ საკუთარ ამომრჩეველს აუკრძალეს არჩევანის უფლება და ასეთი ტიპის პარტია ამბობს, რომ უნდა იყოს პოლიტიკაში. საკუთარი ქმედებებით ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლა რევოლუციითა და აჯანყებით სურთ. შეიძლება ფორმები შეიცვალოს, თორემ შინაარსი არ იცვლება - მათი ერთ-ერთი „ჭკუათმყოფელი“ ექსპერტი გამოვიდა და განაცხადა, რომ თურმე კონსტიტუცია არ კრძალავს მთავრობის დამხობას - კონსტიტუცია კრძალავს კონსტიტუციის დამხობასო. ჯერ ერთი კონსტიტუცია როგორ უნდა დაამხო, რას ნიშნავს ეს - საჯაროდ უნდა დახიო, თუ როგორ უნდა დაამხო?

პარტიას, რომლიც პირდაპირ ამბობს, რომ არ სწამს არჩევნების და ამ გზით ვერ მოვა ხელისუფლებაში, პოლიტიკაში არაფერი ესაქმება,”-განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.