გიორგი ზაქარაშვილი: აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან უფრო ეკონომიკური განხრით იქნება საუბარი. განვიხილავთ დაწყებული პროექტების მიმდინარეობას

გიორგი ზაქარაშვილი: აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან უფრო ეკონომიკური განხრით იქნება საუბარი. განვიხილავთ დაწყებული პროექტების მიმდინარეობას

აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან უფრო ეკონომიკური განხრით იქნება საუბარი. განვიხილავთ იმ პროექტების მიმდინარეობას, რომელიც დაწყებულია. საუბარი შეეხება იმ შესაძლებლობებს, რომელსაც იძლევა როგორც ბაქოში პორტისა და ინფრასტრუქტურის განახლება, ასევე საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტები, ახალი პორტის მშენებლობა, - განაცხადა აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა.

„ყველა პროექტის განხორციელება შესაძლებლობას გვაძლევს კიდევ უფრო გავზარდოთ შუა დერეფნის მნიშვნელობა და დატვირთვა, რაც უდავოდ მნიშვნელოვანია როგორც ორი ქვეყნისთვის, ასევე სამხრეთ კავკასიისთვის და მთლიანად რეგიონისთვის.

შეჯამდა წლის შედეგები, ასევე მაღალი შეფასება მიეცა განხორციელებულ ვიზიტებს. მოგეხსენებათ, წელს პრეზიდენტი ალიევი იმყოფებოდა საქართველოში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო ბაქოში ვიზიტით ჩამოსული. ამ კონტექსტში დაიგეგმა მომავალი წლის ვიზიტები“, - აღნიშნა ელჩმა.

საგარეო საქმეთა მინისტრი ბაქოში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდება.