მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები სტრატეგიული ხასიათისაა, ვაგრძელებთ თანამშრომლობას, რომ წინ წავწიოთ ჩვენი რეგიონის მნიშვნელობა დღევანდელ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები სტრატეგიული ხასიათისაა, ვაგრძელებთ თანამშრომლობას, რომ წინ წავწიოთ ჩვენი რეგიონის მნიშვნელობა დღევანდელ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში

საქართველო-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები სტრატეგიული ხასიათისაა, ვაგრძელებთ თანამშრომლობას, რომ წინ წავწიოთ ჩვენი რეგიონის მნიშვნელობა დღევანდელ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

„ჩვენ ვთანამშრომლობთ არაერთი მიმართულებით. ჩვენს რეგულარულ პოლიტიკურ დიალოგს, თანამშრომლობას აქვს ძალიან სერიოზული მნიშვნელობა დღევანდელ გეოპოლიტიკურ კონტექსტში. აქედან გამომდინარე, ვაგრძელებთ ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენს მეზობელ, მეგობარ ქვეყანასთან თანამშრომლობას იმისთვის, რომ წინ წავწიოთ ჩვენი ქვეყნების და ჩვენი რეგიონის მნიშვნელობა დღევანდელ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში.

ეკონომიკური მიმართულებით ურთიერთობები ინტენსიურია, სხვადასხვა სექტორების მიმართულებით თანამშრომლობა აქტიურ ფაზაშია ჩვენს ქვეყნებს შორის, რასაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონული დატვირთვა აქვს და ამ მიმართულებითაც, რა თქმა უნდა, თანამშრომლობა გაგრძელდება“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.