აკაკი ალადაშვილი სუს-ის ანგარიშზე: ანგარიშში იყო საუბარია გამოწვევებზე, ოკუპაციაზე, ტერორიზმზე, კონტრდაზვერვაზე, რბილ ძალაზე, ჰიბრიდულ ომზე. მათი როლი ძალიან დიდი არის ამაში და საკმაოდ ეფექტურად ართმევს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ გამოწვევებს თავს
ანგარიშში იყო საუბარია გამოწვევებზე, ოკუპაციაზე, ტერორიზმზე, კონტრდაზვერვაზე, რბილ ძალაზე, ჰიბრიდულ ომზე. მათი როლი ძალიან დიდი არის ამაში და საკმაოდ ეფექტურად ართმევს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ გამოწვევებს თავს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აკაკი ალადაშვილმა.
თავდაცვის კომიტეტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეს, დავით არჩვაძეს მოუსმინეს.
რამდენიმე წუთში კი პარლამენტი სუს-ის უფროსს თამაზ ბორაშვილს მოუსმენს. ის დეპუტატებს 2025 წლის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს. მთავარ გამოწვევად სახელდება ისევ ოკუპაცია, ანექსიისკენ მიმართული ქმედებები და საოკუპაციო ძალის უკანონო აქტივობები. 63 გვერდიანი დოკუმენტი ეხება მათ შორის ჰიბრიდულ საფრთხეებს, ტერორიზმისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას.



