ალექსანდრ ლუკაშენკო – დონალდ ტრამპს სატელეფონო საუბრისას ვუთხარი, რომ არ მოეხდინა ზეწოლა ვლადიმერ პუტინზე, ამას აზრი არ აქვს

ალექსანდრ ლუკაშენკო – დონალდ ტრამპს სატელეფონო საუბრისას ვუთხარი, რომ არ მოეხდინა ზეწოლა ვლადიმერ პუტინზე, ამას აზრი არ აქვს

დონალდ ტრამპს სატელეფონო საუბრის დროს ვუთხარი: „არ მოახდინო ზეწოლა ვლადიმერ პუტინზე, ამას აზრი არ აქვს“, პუტინს ესმის, რას წარმოადგენს აშშ, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტმა იკითხა ორ ლიდერს შორის 2025 წლის აგვისტოში, ალასკაში რუსეთ-აშშ-ის სამიტამდე გამართული საუბრის შესახებ და აღნიშნა, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მათ ტელეფონით ისაუბრეს.

„რატომ ფიქრობთ, რომ ეს პირველი შემთხვევაა? ეს მედიაში გავრცელდა, ჩვენ გავუმჟღავნეთ მედიას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან კონტაქტი არ გვქონია“, – აღნიშნა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

საუბრის დეტალებთან დაკავშირებით ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ის საკმაოდ ვრცელი იყო და, სხვა საკითხებთან ერთად, შეეხო უკრაინაში არსებულ ვითარებას, ალასკაში ვლადიმერ პუტინთან მომავალ შეხვედრას და ჩინეთთან ურთიერთობებს.

„ტრამპმა ჩინეთის საკითხი წამოჭრა და ჩვენ ის განვიხილეთ; არა ჩინეთთან ჩვენი ურთიერთობების, არამედ ჩინეთის როლის თვალსაზრისით ზოგადად. ეს იყო ხანგრძლივი საუბარი და ჩვენ საფუძვლიანი დისკუსია გვქონდა. ის პუტინთან შესახვედრად მივიდა და უთხრა: „მე ახლახან ვესაუბრე თქვენს გულშემატკივარს“, – აღნიშნა ალექსანდრ ლუკაშენკომ.