თორნიკე ჭეიშვილი: ევროპარლამენტიდან წარმატებით გადაეცა მრუდი სარკეები უკვე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას

თორნიკე ჭეიშვილი: ევროპარლამენტიდან წარმატებით გადაეცა მრუდი სარკეები უკვე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას

ევროპარლამენტიდან წარმატებით გადაეცა მრუდი სარკეები უკვე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, - ასე გამოეხმაურა თორნიკე ჭეიშვილი PACE-ში საქართველოზე მიღებულ რეზოლუციას. იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აცხადებს, რომ კვლავ დღის წესრიგშია ის საკითხები, რომელთა გამოც საქართველოს დელეგაციამ ასამბლეაში მუშაობა შეაჩერა.

„ღიმილის მომგვრელია ის გარემოება, რომ ერთი მხრივ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გვეპატიჟებიან კვლავ და როგორც ცდილობენ, რომ საქართველოს დელეგაცია ამ ფორმატს დაუბრუნდეს და მეორე მხრივ, ის, რაც თავის დროზე საქართველოს დელეგაციის მხრიდან მუშაობის შეჩერების მთავარი საფუძველი და მიზეზი გახდა, კვლავ დღის წესრიგშია მათი მხრიდან დაყენებული. ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ისინი არ ცნობენ, არ აღიარებენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და პატივს არ სცემენ ელემენტარულ დემოკრატიულ პრინციპებს. გარკვეულწილად, კანონზომიერია მათი მხრიდან, რომ სამიზნეში ჰყავთ ამოღებული დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, იმისთვის რომ საქართველოში არ ისმოდეს სიმართლე კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით და მათ შორის არ გაშუქდეს ობიექტურად ის რეალობა, რასაც ახლა ადგილი აქვს თუნდაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში“, - აცხადებს ჭეიშვილი.

„დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში“ - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებით მორიგი რეზოლუცია მიიღო.