თენგიზ შარმანაშვილი – ბიუჯეტის გამჭვირვალობის საკითხში და ბევრ სხვა კომპონენტში ერთ-ერთი ლიდერი ვართ, რადგან სწორი მიმართულებით ვმოძრაობთ

თენგიზ შარმანაშვილი – ბიუჯეტის გამჭვირვალობის საკითხში და ბევრ სხვა კომპონენტში ერთ-ერთი ლიდერი ვართ, რადგან სწორი მიმართულებით ვმოძრაობთ

მხოლოდ ახლა არ ვართ ამ მხრივ ლიდერები, ბიუჯეტის გამჭვირვალობის საკითხში და ბევრ სხვა კომპონენტში ერთ-ერთი ლიდერი ვართ, რადგან სწორი მიმართულებით ვმოძრაობთ. დასამალი არც საგარეო ურთიერთობებში გვაქვს და არც ჩვენს ხალხთან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

შარმანაშვილს დაუსვეს კითხვა, რომლის მიხედვითაც, „ბიუროკრატიის ხარისხით, საქართველო მსოფლიოში 25-ე ადგილზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-17 პოზიციაზეა“.

„რაიმე შეცდომას თუ ვუშვებთ, ამის აღიარება არ გვიჭირს. დანაშაულთან თუ გვაქვს საქმე, ჩვენს რიგებშიც რომ იყოს დანაშაული ჩადენილი, ამის აღიარებასაც არ ვერიდებით. სწორ ნაბიჯებს ვდგამთ, რომელიც წარმატებას მოგვიტანს“, – განუცხადა თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს.