პოლონური რადიო: პოლონეთის საზოგადოება ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას სულ უფრო სკეპტიკურად უყურებს
პოლონეთის საზოგადოება ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას სულ უფრო სკეპტიკურად უყურებს. ინფორმაციას პოლონური რადიო კომპანია IBRiS-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოკითხულთა 35,3% ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას მხარს უჭერს, ხოლო 59,7% ეწინააღმდეგება. გამოკითხულთა 5%-ს კითხვაზე პასუხი ჯერ არ აქვს.
აღსანიშნავია, რომ გამოკითხვაში მონაწილეთა 8,4% ფიქრობს, რომ უკრაინა „ცალსახად“ უნდა შეუერთდეს ევროკავშირს, ხოლო 26,9% ამბობს „უფრო კი, ვიდრე არა“.
32,2% ამბობს, რომ უკრაინა „ცალსახად“ არ უნდა შეუერთდეს ევროკავშირს, ხოლო 27,4% ფიქრობს, რომ უკრაინა „უფრო არ უნდა შეუერთდეს, ვიდრე კი“.