სულხან თამაზაშვილი ბათუმში მომხდარ ინციდენტზე: ის თანამშრომელი, რომელიც მივიდა და დროშის აღებაზე მოუწოდა, იყო „ბეშიქთაშის“ მიერ დაქირავებული კერძო კომპანია, რომელსაც ეს ქმედება ევალებოდა

სულხან თამაზაშვილი ბათუმში მომხდარ ინციდენტზე: ის თანამშრომელი, რომელიც მივიდა და დროშის აღებაზე მოუწოდა, იყო „ბეშიქთაშის“ მიერ დაქირავებული კერძო კომპანია, რომელსაც ეს ქმედება ევალებოდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა მედიასთან ბათუმში მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა.

„კითხვა იყო დროშის ჩამოხსნასთან დაკავშირებით, რატომ გახდა ამისი აუცილებლობა და ვუპასუხე, რომ ეს არ იყო ჩვენი მხარის. კადრებშიც ჩანს, რომ იქ სახელმწიფოს წარმომადგენელი არ მიდის, ეს კანონი მოწესრიგებულია „უეფას“ მიერ, რომ ისეთი შინაარსის ბანერები, მათ შორის დროშები, რომელმაც შესაძლოა სპორტული ღონისძიების დროს გამოიწვიოს მღელვარება და დაძაბულობა, აკრძალულია.

ყველა საერთშორისო მატჩის წინ ტარდება წინა მატჩის თათბირი, ამ თათბირზე განიხილება მსგავსი ტიპის საკითხები, მათ შორის განხილული იყო ეს საკითხი და „უეფას“ წარმომადგენლების მხრიდან იყო მოთხოვნა, რომ, გარდა თურქეთის, ისრაელისა და საქართველოს სახელმწიფო დროშებისა, რადგან ჩვენს ქვეყანაში იყო თამაში, სხვა ქვეყნის დროშები და სიმბოლიკები არ უნდა გამოყენებულიყო. ეს პირობა იყო ამ შეთხვევაში დარღვევა და „უეფას“ დელეგატმა მიუთითა, რომ შეთანხმებისამებრ ეს უნდა აეღოთ.

ის თანამშრომელი, რომელიც მივიდა და დროშის აღებაზე მოუწოდა, იყო „ბეშიქთაშის“ მიერ დაქირავებული კერძო კომპანია, რომელსაც ეს ქმედება ევალებოდა“, - აღნიშნა თამაზაშვილმა.