მაია ორჯონიკიძე: სანამ ამ ტროას შემოგზავნილ ცხენებს თუ ვირებს არ მოვიშორებთ ყველაფერში ჩააკუკავენ ჩერგო-ბოკე. ამ ცოლ-ქმრის მთავარი დავალება იმთავითვე იყო და დღემდე რჩება ოპოზიციურ ველზე შუღლის მუდმივი გაღვივება

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი მაია ორჯონიკიძე ოპოზიციის მიერ დღეს გამართულ აქციას ეხმიანება. ის სოციალურ ქსელში აქციიდან აზიარებს იმ ბანერს, რომელიც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა.

ორჯონიკიძე ჩერგოლეიშვილ-ბოკერიაზე ამბობს, რომ მათი მთავარი დავალება იმთავითვე იყო და დღემდე რჩება ოპოზიციურ ველზე შუღლის მუდმივი გაღვივება და გაერთიანების არდაშვება რუსული რეჟიმის დაკვეთით.

“რა რუსეთი და ბიძინა? სანამ ამ ტროას შემოგზავნილ ცხენებს თუ ვირებს არ მოვიშორებთ ყველაფერში ჩააკუკავენ ჩერგო-ბოკე და მათი მცირერიცხოვანი სექტა. რა პატარა და სამარცხვინო ხარ, ქალო. ამ ცოლ-ქმრის მთავარი დავალება იმთავითვე იყო და დღემდე რჩება ოპოზიციურ ველზე შუღლის მუდმივი გაღვივება და თეორიულადაც კი გაერთიანების არდაშვება რუსული რეჟიმის დაკვეთით. ესაა ოპოზიცია?!”- წერს ორჯონიკიძე.