პერუში, ნასკას ხაზების არქეოლოგიური კომპლექსის თავზე ფრენის დროს ტურისტული თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაიღუპა 13 ადამიანი
პერუში ნასკას ხაზების არქეოლოგიური კომპლექსის თავზე ფრენის დროს მცირე ზომის ტურისტული თვითმფრინავი ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა. ბორტზე 11 მგზავრი და 2 პილოტი იმყოფებოდა.
ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.