ტრამპის განცხადებით, ის ახლოსაა გადაწყვეტილებასთან, რათა გასცეს ბრძანება ირანის ჰიდროელექტროსადგურებისა და ხიდების დაბომბვის შესახებ

ტრამპის განცხადებით, ის ახლოსაა გადაწყვეტილებასთან, რათა გასცეს ბრძანება ირანის ჰიდროელექტროსადგურებისა და ხიდების დაბომბვის შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-ს ინტერვიუში განუცხადა, რომ ის ახლოსაა იმ გადაწყვეტილებასთან, რომლითაც ირანის ჰიდროელექტროსადგურებისა და ხიდების დაბომბვის შესახებ ბრძანებას გასცემს.

„შესაძლოა, მოქმედება გავაგრძელო. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, შეთანხმებისთვის მოეწერათ ხელი და გადარჩენილიყვნენ“, - განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, თეირანი სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში აშშ-ს „დაუსრულებელ მოლოდინში ამყოფებდა“, მაშინ როდესაც მოლაპარაკებების პროცესმა პრაქტიკულად არანაირი მნიშვნელოვანი შედეგი არ გამოიღო.