ონკოპაციენტის მშობელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: როგორც ონკოპაციენტის მამა, მოვითხოვ გამოვიდნენ და საჯაროდ მოიხადონ ბოდიში

ონკოპაციენტის მშობელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: როგორც ონკოპაციენტის მამა, მოვითხოვ გამოვიდნენ და საჯაროდ მოიხადონ ბოდიში

როგორც ონკოპაციენტის მამა, მოვითხოვ გამოვიდნენ და საჯაროდ მოიხადონ ბოდიში, - განუცხადა „ქრონიკას“ ონკოპაციენტის მშობელმა მევლუდ ჩულუხაძემ ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციასთან დაკავშირებით.

„ეს არის გამანადგურებელი, როგორც თითოეული ონკოპაციენტისთვის, ასევე ონკოპაციენტების მშობლებისთვის, ოჯახის წევრებისთვის. წარმოდგენაც კი არ აქვთ ან ბავშვებმა, ან ბავშვების ოჯახის წევრებმა, მშობლებმა რა გავიარეთ.

როგორც ონკოპაციენტის მამა, მოვითხოვ გამოვიდნენ და საჯაროდ მოიხადონ ბოდიში“, - აღნიშნა მან.