დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების რისკები შესაძლოა, მალე გამწვავდეს
ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების რისკები შესაძლოა, მალე გამწვავდეს, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ქალაქ გდანსკში „აღმოსავლეთ ფლანგის სამიტზე“ განაცხადა.
ტუსკის თქმით, არავის ეპარება ეჭვი, რომ აშშ-ის ყოფნა და თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან ევროპისა და კონტინენტის ქვეყნების უსაფრთხოებას ემსახურება.
„ჩვენ ასევე ერთხმად ვთანხმებით, რომ ვითარება უკიდურესად არასტაბილურია. მომდევნო კვირებსა და თვეებში შეიძლება, ველოდოთ ესკალაციის სხვადასხვა ფორმას. მე ამაზე არაერთხელ მისაუბრია და გავაფრთხილე ამის შესახებ. ჩვენ გვსურს, მოვემზადოთ როგორც ქვეყნების ჯგუფი, რომლებიც პირდაპირ ექვემდებარებიან ამ რისკს, რადგან ჩვენ საერთო საზღვრები გვაქვს რუსეთთან, ბელარუსთან და უკრაინასთან“, – აღნიშნა დონალდ ტუსკმა.