„როიტერი“ – ათობით თურქ ჟურნალისტს ანკარაში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე დასასწრებად აკრედიტაციაზე უარი უთხრეს
ათობით თურქ ჟურნალისტს ანკარაში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე დასასწრებად აკრედიტაციაზე უარი უთხრეს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
„როიტერის“ თანახმად, თურქულმა დამოუკიდებელმა მედიასაშუალებებმა, მათ შორის Cumhuriyet-მა, Sozcu-მ, Anka-მ, T24-მა და Medyascope-მა 24 და 25 ივნისს განაცხადეს, რომ ნატო-მ მათ რეპორტიორებს სამიტზე აკრედიტაციის განაცხადებზე უარი უთხრა.
„როიტერი“ წერს, რომ მთავრობის მომხრე გაზეთ „იენი საფაკის“ ჟურნალისტმა, ერსინ ჩელიკმა თავის „ინსტაგრამის“ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომ ნატო-მ უარი თქვა მისი აკრედიტაციის მოთხოვნაზე.
„როიტერის“ ინფორმაციით, ნატო აცხადებს, რომ ჟურნალისტებთან დაკავშირებით თურქეთის რჩევებს ეყრდნობა.
7-8 ივლისს თურქეთი ნატოს 32 ლიდერს, ასევე სპარსეთის ყურისა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონიდან ალიანსის პარტნიორების ოფიციალურ პირებს უმასპინძლებს.