ესპანური გამოცემა El Pais: დღევანდელ ავღანეთში ქალებს ცხოველებზე ნაკლები უფლებები აქვთ - მიუხედავად ამისა, ევროკავშირმა თალიბები მიგრაციაზე სასაუბროდ ლეგიტიმურ პარტნიორებად მიიჩნია

ესპანური გამოცემა El Pais: დღევანდელ ავღანეთში ქალებს ცხოველებზე ნაკლები უფლებები აქვთ - მიუხედავად ამისა, ევროკავშირმა თალიბები მიგრაციაზე სასაუბროდ ლეგიტიმურ პარტნიორებად მიიჩნია

ესპანური გამოცემა El Pais-ი ბრიუსელში „თალიბანისა“ და ევროკავშირის წარმომადგენლების შეხვედრას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ „ევროკავშირის სტუმრები არიან იმ რეჟიმის წარმომადგენლები, რომელიც კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს სჩადის ქალების მიმართ მოპყრობის გამო - გენდერულ აპართეიდს, რომელსაც ისტორიაში ძალიან ცოტა პრეცედენტი აქვს“.

„დღევანდელ ავღანეთში ქალებს ცხოველებზე ნაკლები უფლებები აქვთ. მიუხედავად ამისა, ბრიუსელმა ისინი მიგრაციაზე სასაუბროდ ლეგიტიმურ პარტნიორებად მიიჩნია - ანუ იმისათვის, რომ ევროკავშირიდან, რომელსაც 450 მილიონი მცხოვრები ჰყავს, სულ რამდენიმე ადამიანი გააძევონ. პრინციპების გაცვლა ულტრამემარჯვენე „ლევიათანის“ დასამშვიდებლად არასდროს არის კარგი იდეა“, - ნათქვამია სტატიაში.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი დაარსდა სამართლიანობის, თანასწორობისა და კანონის პრინციპებზე დაყრდნობით.

„თალიბებთან მოლაპარაკება ნიშნავს იმ იდეების ღალატს, რომლებიც მაშინ გაჩნდა, როცა ევროკავშირი მხოლოდ ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანების ოცნება იყო“, - აღნიშნულია სტატიაში.