გიორგი ბარამიძე სალომე ზურაბიშვილს: თუ ვერც ვერაფერს ხვდებით და არც საქართველოს ომის დაწყებაზე დადანაშაულებაზე თქვენს როლსა და პასუხისმგებლობას ვერ ხედავთ, საერთოდ რაზე გაქვთ პრეტენზია პოლიტიკურ სარბიელზე

გიორგი ბარამიძე სალომე ზურაბიშვილს: თუ ვერც ვერაფერს ხვდებით და არც საქართველოს ომის დაწყებაზე დადანაშაულებაზე თქვენს როლსა და პასუხისმგებლობას ვერ  ხედავთ, საერთოდ რაზე გაქვთ პრეტენზია პოლიტიკურ სარბიელზე

ეთერში მოვისმინე, რომ ქალბატონ ზურაბიშვილს თურმე დღემდე ვერ გაუგია, რუსმა ოლიგარქმა რატომ მაინცდამაინც ის გამოარჩია საპრეზიდენტოდ მის ხელდასმულ “პრინციპულ არჩევნად”!? მე გეტყვით რატომაც გამოარჩია მაინცდამაინც !? სწორედ იმიტომაც რომ ივანიშვილის ეს კრიმინალური, რუსული ბანდა, სწორედაც რომ იმთავითვე “რუსული პროექტი” იყო და პუტინს “საქართველოს პრეზიდენტად” ფორმალურად, ჭირდებოდა სწორედ ისეთი ადამიანი, ვისაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის შემდეგ, საჯაროდ ნათქვამი ჰქონდა, (თავის წიგნშიც მკაფიოდ დაფიქსირებული) რომ თურმე წითელუბანში ჩვენი სარადარო სისტემა, რუსეთმა კი არ დაბომბა, არამედ, თვით საქართველოს მთავრობამ, იმიტომ რომ მას ნათქვამი ჰქონდა, რომ მტერმა და ოკუპანტმა რუსეთმა კი არა, არამედ, “საქართველომ დაიწყო საომარი მოქმედებები” და მძინარე “ცხინვალი დაბომბა”!!- წერს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში.

ბარამიძე ზურაბიშვილს მიმართავს, რომ თუ ვერაფერს ხვდება და არც პასუხისმგებლობას გრძნობს, რაზე აქვს პრეტენზია პოლიტიკურ სარბიელზე.

„სწორედ ასეთი ადამიანი ჭირდებოდა, რუსეთის გეგმით მოქმედ ოლიგარქს. რუსეთის დაკვეთა (ახლა ხომ მიხვდა რომ რუსეთის პროექტი ყოფილა?) სწორედ ეს იყო! იგი თურმე, ივანიშვილი და მისი კრიმინალური ბანდა, რომ რუსული პროექტი იყო, გავრილოვის ღამისა და პატრიოტი ახალგაზრდებისთვის, ოკუპაციის გაპროტესტების გამო, თვალების დათხრის შემდეგაც კი ვერ მიხვდა!? აბა საერთოდ რას ხვდებოდა, თუ ამას ვერ ხვდებოდა!? ამას თუ ვერ ხვდები საერთოდ რას აკეთებ პოლიტიკაში!? იმას ხომ მიხვდა რომ საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოებრიობის შემქმნელი, პუტინის, რაშისტული იმპერიალიზმის წინააღმდეგ მებრძოლი და თავდადებული, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პუტინის პირადი ტყვე იყო!? თუ ამასაც ვერ მიხვდა!? ის ესმის, (ახლა მაინც) რომ მიშას “ შეწყალებაზე” (მიშას არავის შესაწყალებელი არაფერი ჩაუდენია და არაფერი ჭირს!) “არა და არასდროსო” რომ თქვა, ამან ის გამოიწვია, რომ რუსქოცების ჯიბის სასამართლომ უკვე ადრე მისჯილ სასჯელს, რომ შეკრებითობის პრინციპით, კიდევ წლები დაუმატა!? ახლა მაინც ესმის მიშამ რომ 12.5 წელი რუსების ტყვეობაში, რუსული რეჟიმის ციხეში უნდა გაატაროს, (მჯერა მანამდე ბევრად ადრე გამოვა) ამ წლებში მისი ფაქტობრივად (რეჟიმთან ერთად) “მისჯილი” წლებიცაა!?მგონი არ ესმის, რადგან მისი გულწრფელი (არც არაგულწრფელი) მონანიება არ მოგვისმენია, რომ რუსი ივანიშვილის რეჟიმთან ერთად, ახლა ისიც გამოდის პრეზიდენტ სააკაშვილის დამტუსაღებელი! ეთერში რომ რეჟიმის “პოლიტპატიმრები” ზოგადად ახსენა, იქ მიშა იგულისხმა თუ არა!? თუ იგულისხმა არ შერცხვა!? როგორც ჩანს, არც უგულისხმია და არც შერცხვა!? ხო და თუ ვერც ვერაფერს ხვდებით, (მრავალი წელი) და არც საქართველოს ომის დაწყებაზე დადანაშაულებაზე და არც პრეზიდენტის ტყვეობაში, რეჟიმთან თანამონაწილეობაში თქვენს როლსა და პასუხისმგებლობას ვერ ხედავთ ქალბატონო სალომე, საერთოდ რაზე გაქვთ პრეტენზია პოლიტიკურ სარბიელზე“- წერს გიორგი ბარამიძე.