მაშველებმა ქვემო ომალოში დაშავებული არასრულწლოვანი ვერტმფრენით თბილისში ჩამოიყვანეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ომალოში დაშავებული არასრულწლოვანი ვერტმფრენით თბილისში ჩამოიყვანეს.
"აზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შევიდა შეტყობინება, რომ სოფელ ქვემო ომალოში 9 წლის ბავშვი გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებდა.
შესაბამისი სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით, შეტყობინების მიღებისთანავე დაიგეგმა სამაშველო ოპერაცია, რომელშიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო ჯგუფთან ერთად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.