სპორტის მინისტრი ქალაქებში - ქარელსა და ხაშურში, სპორტულ ინფრასტრუქტურას გაეცნო
საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ქალაქებში - ქარელსა და ხაშურში, არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს, მუნიციპალიტეტებში დასაქმებულ მწვრთნელებს, სპორტსმენებსა და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.
შალვა გოგოლაძემ ადგილობრივი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისგან მათი საჭიროებების შესახებ მოისმინა. ქალაქ ქარელსა და ქალაქ ხაშურში ინვენტარითა და სპორტული ეკიპირებით აღჭურვის გარკვეული საკითხები დაუყოვნებლივ გადაიჭრა, უახლოესი დღეების განმავლობაში კი სპორტული სკოლები და დარბაზები საჭირო ინვენტარითა და სპორტული ეკიპირებით მომარაგდება.
სპორტის მინისტრმა ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელა მუნიციპალიტეტებში სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების გზებსა და ახალი ინფრასტრუქტურის შექმნაზე.
სპორტის მინისტრთან ერთად ქარელსა და ხაშურში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა.