ირაკლი კობახიძე: „საქართველოს ფოსტა“ იყო წამგებიანი ორგანიზაცია და მთელი ამ გასული წლების განმავლობაში, „საქართველოს ფოსტა“ პირველად წელს გავა მოგებაზე

ირაკლი კობახიძე: „საქართველოს ფოსტა“ იყო წამგებიანი ორგანიზაცია და მთელი ამ გასული წლების განმავლობაში, „საქართველოს ფოსტა“ პირველად წელს გავა მოგებაზე

„საქართველოს ფოსტა“ იყო წამგებიანი ორგანიზაცია და მთელი ამ გასული წლების განმავლობაში, „საქართველოს ფოსტა“ პირველად მთელი ამ წლების განმავლობაში წელს გავა მოგებაზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, სადაც სამთავრობო პროგრამის შესრულების ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.

მთავრობის მეთაურის თქმით, შარშანდელი წელი, ფოსტამ დაასრულა 7 მილიონი ლარის ზარალით.

„საქართველოს ფოსტა“ იყო წამგებიანი ორგანიზაცია მთელი ამ გასული წლების განმავლობაში. განხორციელდა აქაც შტატების ოპტიმიზაცია, წლიურ ჭრილში იზოგება 2.5 მილიონი ლარი, 102 შტატი შემცირდა „საქართველოს ფოსტაში“ და აქაც უკეთესად ფუნქციონირებს ამ შემცირების შემდეგ „საქართველოს ფოსტა“. ასევე დაგეგმილია 20 წამგებიანი სერვისცენტრის ოპტიმიზაცია, აქედან დანაზოგი იქნება 1 100 000 ლარი. აქაც იყო შუამავალ კომპანიებში გატანილი ბიზნესპროცესები, დაბრუნდება ფოსტაში და ამის შედეგად ფოსტის ყოველწლიური დანაზოგი და დამატებითი შემოსავალი შეადგენს 14.2 მილიონ ლარს, ყოველწლიურ შემოსავალზეა საუბარი.

ასევე აღდგა საჰაერო ტერმინალის ფუნქცია, რის შედეგადაც ფოსტა მიიღებს დამატებით 1.3 მილიონი ლარის ყოველწლიურ შემოსავალს. გაფორმდა ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულება თურქეთის ავიახაზებთან, გაუქმდა სატერმინალო გადასახადი და განახევრდა ფოსტის გაგზავნის ტარიფი. ასევე 5 ავიაკომპანიასთან მიმდინარეობს მსგავსი ტიპის მოლაპარაკებები, რომლის დასრულების შემდეგ ფოსტის მოსალოდნელი დამატებითი ყოველწლიური შემოსავალი იქნება 4.3 მილიონი ლარი. ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით, ქვეყნის შიდა გზავნილებისთვის დაიწყება „საქართველოს რკინიგზის“ და შიდა ავიარეისების გამოყენებაც. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში „საქართველოს ფოსტა“ პირველად მთელი ამ წლების განმავლობაში წელს გავა მოგებაზე. შარშანდელი წელი, შედარებისთვის, ფოსტამ დაასრულა 7 მილიონი ლარის ზარალით. დაგროვილია დავალიანება, სავარაუდოდ წლის ბოლომდე მთლიანად გაისტუმრებს დავალიანებას „საქართველოს ფოსტა“ და მომავალი წლიდან უკვე მასშტაბურ მოგებაზე გავა, წლევანდელი წელიც იქნება მომგებიანი“, - განაცხადა პრემიერმა.