ირაკლი კობახიძე: საანგარიშო პერიოდში გაიხსნა 4 ახალი იუსტიციის სახლი, გაფართოვდა მობილური იუსტიციის სახლების მომსახურების არეალი 79 დასახლებული პუნქტით
საანგარიშო პერიოდში გაიხსნა 4 ახალი იუსტიციის სახლი, გაფართოვდა მობილური იუსტიციის სახლების მომსახურების არეალი 79 დასახლებული პუნქტით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2012 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 12 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა.
„მოგეხსენებათ, იუსტიციის სახლებთან დაკავშირებით, საანგარიშო პერიოდში გაიხსნა 4 ახალი იუსტიციის სახლი: გლდანში, საგარეჯოში, ხელვაჩაურში და სოფელ ტოლებში. მე შეგახსენებთ, რომ 2012 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 12 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა. სამუშაოები გრძელდება მცხეთაში, ახმეტაში, სოფელ ზოტში და სოფელ ჭალაში. ასევე გაფართოვდა მობილური იუსტიციის სახლების მომსახურების არეალი 79 დასახლებული პუნქტით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.