ირაკლი ქადაგიშვილი: „ალიანსს” და „ნაციონალურ მოძრაობას“ რაიმე პოზიტიური შედეგის დადება აღარ შეუძლია. ეს დაპირისპირება მათი ხელითვე გამოჭედილია
ეს მათი დესტრუქციული პოლიტიკის შედეგია, რომელიც ბუმერანგივით დაუბრუნდათ მათ. რასაც უქადდნენ საქართველოს, ის მოუვიდათ თვითონ- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.
„ეს როგორი ამბავია იცით? – „ახლა, გინდ შაიტანეთ და გინდ გამოიტანეთო”. მაგ „ალიანსს” და „ნაციონალურ მოძრაობას“ რაიმე პოზიტიური შედეგის დადება აღარ შეუძლია. ეს დაპირისპირება არის მათი ხელითვე გამოჭედილი. ეს მათი დესტრუქციული პოლიტიკის შედეგია, რომელიც ბუმერანგივით დაუბრუნდათ მათ. რასაც უქადდნენ საქართველოს, ის მოუვიდათ თვითონ. ასე რომ, ეს არის მათი საქმიანობის შედეგი”, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.