ჩერგოლეიშვილი: ალიანსი გაიმარჯვებს, ოღონდ იმ შემადგენლობით, რა შემადგენლობაც ალიანსის შეთანხმებას დაიცავს და დელუზიურ/მარაზმში ჩავარდნილ ავტოკრატებს და მის მფრინავ მაიმუნებს „ბეზპრედელს“ არ მოაწყობინებს

ჩერგოლეიშვილი: ალიანსი გაიმარჯვებს, ოღონდ იმ შემადგენლობით, რა შემადგენლობაც ალიანსის შეთანხმებას დაიცავს და დელუზიურ/მარაზმში ჩავარდნილ ავტოკრატებს და მის მფრინავ მაიმუნებს „ბეზპრედელს“ არ მოაწყობინებს

ალიანსი არის სტრატეგია და წესები. ალიანსში ისაა, ვინც მიყვება სტრატეგიას და იცავს წესებს (საკუთარ ხელმოწერილ წესებს ვინც ემიჯნება, ისიც ალიანსს მიღმა აყენებს თავს), - წერს „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ჩერგოლეიშვილი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციური ალიანსი გაიმარჯვებს.

„გამარჯვებამდე მივა ალიანსის გზა. სხვა გზა არ არსებობს. მივა იმ შემადგენლობით, ვისთვისაც შეთანხმება, საკუთარი სიტყვა, და საკუთარი ხელმოწერა მნიშვნელოვანია და ყალბ ერთობაზე ნიანგის ცრემლებს არ ღვრის.

ალიანსის შეთანხმებაა რომ საჯარო სივრცეში სამართლიანი კონკურენცია აუცილებელია - ვინც ამ წესს ემიჯნება, ალიანსს ემიჯნება. ალიანსის შეთანხმებაა, რომ ავტოკრატიული წესრიგი მიუღებელია - ვინც ამ წესს ემიჯნება, ალიანსს ემიჯნება…

მოკლედ, ალიანსი გაიმარჯვებს მეგობრებო, ოღონდ იმ შემადგენლობით, რა შემადგენლობაც ალიანსის შეთანხმებას დაიცავს და დელუზიურ/მარაზმში ჩავარდნილ ავტოკრატებს და მის მფრინავ მაიმუნებს ბეზპრედელს არ მოაწყობინებს“, - წერს ჩერგოლეიშვილი.