ირაკლი კობახიძე: თბილისსა და ქუთაისში გვექნება თანამედროვე სტანდარტების უმაღლესი განათლების ინფრასტრუქტურა, ქართველ სტუდენტებს საქართველოში შეეძლებათ იმავე გარემოში განათლების მიღება, როგორი განათლებაც არის უზრუნველყოფილი მთელ რიგ სხვა ქვეყნებში, უმაღლესი განათლება სახელმწიფო უნივერსიტეტებში გახდა უფასო ყველა სტუდენტისთვის
თბილისსა და ქუთაისში გვექნება თანამედროვე სტანდარტების უმაღლესი განათლების ინფრასტრუქტურა, ქართველ სტუდენტებს საქართველოში შეეძლებათ იმავე გარემოში განათლების მიღება, როგორი განათლებაც არის უზრუნველყოფილი მთელ რიგ სხვა ქვეყნებში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.
მთავრობის მეთაურის თქმით, ასევე გადაიხედა დაფინანსების სისტემა.
„მანამდე იყო ძალიან ხისტის სისტემა - თითო სტუდენტზე 2 250 ლარი და ახლა უკვე გვაქვს ახალი დაფინანსების სისტემა, რომელიც სათანადოდ ითვალისწინებს სხვადასხვა ფაკულტეტის შესაბამის საჭიროებებს.
ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაწყებულია მუშაობა, მათ შორის მიწების უზრუნველყოფის პროცესი და სათანადო ვადებში დაიწყება ინფრასტრუქტურული სამუშაოები.
საბოლოო ჯამში, ჩვენ თბილისსა და ასევე ქუთაისში გვექნება თანამედროვე სტანდარტების უმაღლესი განათლების ინფრასტრუქტურა. საქართველოში ქართველ სტუდენტებს შეეძლებათ იმავე გარემოში განათლების მიღება, როგორი განათლებაც არის უზრუნველყოფილი მთელ რიგ სხვა ქვეყნებში. ასევე, მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და უმაღლესი განათლებაც სახელმწიფო უნივერსიტეტებში გახდა უფასო ყველა სტუდენტისთვის,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.